სრულად: უკლებლივ; მთელი სისრულით (ყველაფერი
სრულად ჩაიბარა;
სრულად დაწერა...);
სრულიად: სულ, მთლად, მთლიანად. ტრადიციულად იხმარება ქვეყნის აღმნიშვნელ გეოგრაფიულ სახელებთან შემდეგ კონტექსტში: სრულიად საქართველოს / რუსეთის კათოლიკოს-პატრიარქი. ამ გამოთქმებში იგულისხმება მთელი მსოფლიოს ქართველ / რუს მართლმადიდებელთა მწყემსმთავრები. შემდეგ, უფრო მაღალფარდოვანი სტილით საუბრისას, ეს სიტყვა (სრულიად) გავრცელდა სხვა შემთხვევებზედაც: სრულიად საქართველოს მოსახლეობა, რომელიც მთელი საქართველოს მოსახლეობას აღნიშნავს და რელიგიურ-კონფესიურ ნიუანსს გამორიცხავს. გარდა ამისა, სრულიად (მთლად) იხმარება სავსებით ფორმის ნაცვლად უარყოფით კონსტრუქციებში.
Source: „ჟურნალისტის ორთოგრაფიულ-სტილისტიკური ლექსიკონი“: მთავარი რედაქტორი - თამარ ვაშაკიძე; არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტი; გამომცემლობა „უნივერსალი“; თბილისი, 2009, 0179, ი. ჭავჭავაძის გამზ. 9.