1. წიგნის, ფურცლის, ბარათის და მისთ. ზომა (მცირე ფორმატის წიგნი). ეს სიტყვა პოლიტიკაში გადატანით წესის, პრინციპის, რეჟიმის, პირობების მნიშვნელობით იხმარება, ხშირად – უმართებულოდ; მაგ., ხელისუფლება მზად არის, ოპოზიციას ნებისმიერ ფორმატში შეხვდეს; უმჯობესია: ხელისუფლება მზად არის, ოპოზიციას ნებისმიერ პირობებში შეხვდეს.
Source: „ჟურნალისტის ორთოგრაფიულ-სტილისტიკური ლექსიკონი“: მთავარი რედაქტორი - თამარ ვაშაკიძე; არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტი; გამომცემლობა „უნივერსალი“; თბილისი, 2009, 0179, ი. ჭავჭავაძის გამზ. 9.