(ბატონი) ქალბატონი და ბატონი (მსაზღვრელად ხმარებისას) ისევე იბრუნვიან, როგორც შესაბამისი თანხმოვანფუძიანი ზედსართავი სახელები: ქალბატონმა / ბატონმა (ქეთევანმა / დავითმა); ქალბატონ / ბატონ (ქეთევანს / დავითს); ქალბატონი / ბატონი (ქეთევანის / დავითის)... ქალბატონო / ბატონო (ქეთევან! / დავით!).
Source: „ჟურნალისტის ორთოგრაფიულ-სტილისტიკური ლექსიკონი“: მთავარი რედაქტორი - თამარ ვაშაკიძე; არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტი; გამომცემლობა „უნივერსალი“; თბილისი, 2009, 0179, ი. ჭავჭავაძის გამზ. 9.