(

გა გგ გდ გე გვ გი გლ გმ გო გრ გუ გყ გც
გაა გაბ გად გაე გავ გაი გალ გამ გან გარ გას გაუ გაფ გაქ გაყ გაშ გაწ გაჰ

გან:

ეს თანდებული ქართულში დაერთვის სახელთა ნათესაობითის (ის+გან) ან მოქმედებითის (ით+გან–>იდან) ფორმებს სხვადასხვა ფუნქციით. საერთოა გამოსვლითობის შინაარსი: რისგან? – ხისგან, საიდან? – ხიდან. -იდან დაბოლოება იხმარება ადგილის ან დროის სემანტიკით: ქალაქიდან, დილიდან, ბავშვობიდან და მისთ. ზოგჯერ -იდან არასწორად გამოიყენება -გან თანდებულიანი ნათესაობითის ადგილას: გამოთალა ხიდან (უნდა იყოს: ხისგან), იმ ბავშვიდან აღარაფერი დარჩა (უნდა იყოს: ბავშვისაგან). -გან თანდებულს ნათესაობითი ბრუნვის ფორმასთან სიმრავლისაგან გამორჩევის ფუნქციაც აქვს: ბავშვებისაგან ან ბავშვთაგან (და არა ბავშვებიდან); გამოკითხულთაგან (და არა გამოკითხულებიდან). გვხვდება აღრევის საპირისპირო შემთხვევაც: ჩიხისგან გამოვიყვანოთ ქვეყანა (უნდა იყოს: ჩიხიდან).
Source: „ჟურნალისტის ორთოგრაფიულ-სტილისტიკური ლექსიკონი“: მთავარი რედაქტორი - თამარ ვაშაკიძე; არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტი; გამომცემლობა „უნივერსალი“; თბილისი, 2009, 0179, ი. ჭავჭავაძის გამზ. 9.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9