(

შა შე ში შლ შო შპ შტ შუ შჯ
ში: შინ შიშ

ში:

ეს თანდებული ხშირად უმართებულოდ გამოიყენება:

ა) დაიბადა 1930 წელში (უნდა იყოს: დაიბადა 1930 წელს);

ბ) წამალი უკვე გაყიდვაშია; ეჭვმიტანილი მიმალვაშია (რუსულის კალკია, ამ დროს ზმნის პირიანი ფორმა უნდა გამოვიყენოთ: წამალი უკვე იყიდება; ეჭვმიტანილი იმალება);

გ) პარალელურ რეჟიმში მუშაობენ (უნდა იყოს: პარალელური რეჟიმით მუშაობენ);

დ) ლარის კურსი დოლართან მიმართებაში (უნდა იყოს: ლარის კურსი დოლართან მიმართებით);

ე) ძირითადში ყველაფერი მოგვარდა (უნდა იყოს: ძირითადად ყველაფერი მოგვარდა).

Source: „ჟურნალისტის ორთოგრაფიულ-სტილისტიკური ლექსიკონი“: მთავარი რედაქტორი - თამარ ვაშაკიძე; არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტი; გამომცემლობა „უნივერსალი“; თბილისი, 2009, 0179, ი. ჭავჭავაძის გამზ. 9.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9