განსახილველი... ზეპირ მეტყველებაში ისმის ხოლმე: ეს განხილვადი საკითხებია, რაც უმართებულოა. უნდა იყოს: ეს განსახილველი საკითხებია; ამ საკითხების განხილვა შესაძლებელია; ეს საკითხები განიხილება.
Source: „ჟურნალისტის ორთოგრაფიულ-სტილისტიკური ლექსიკონი“: მთავარი რედაქტორი - თამარ ვაშაკიძე; არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტი; გამომცემლობა „უნივერსალი“; თბილისი, 2009, 0179, ი. ჭავჭავაძის გამზ. 9.