უა უბ უგ უზ ულ უნ უპ ურ უს უტ უღ უშ უც უწ უხ
ულა

ულაყი

  1. შესაბმელი საქონელი (ინგ. ჯან.)
    See also: ვაყა
  2. საკიდარი საქონელი (ხევს.). ამავე აზრითაა ნახმარი ქართლ-კახეთის სიგელ-გუჯრებში „არა ულაყი“, რაც უნდა უდრიდეს დასავლეთ საქართველოს სიგელ-გუჯრები ხმარებულ „არა ტვირთი“-ს. დ. ფურცელაძე „груз. церк.гудж“- ში გვ. 79 ულაყს სთარგმნის – осел, რაც შეცდომათ უნდა ჩაითვალოს
  3. დაუკოდავი ცხენი (ქართლ., კახ.). ულაყი იმით განსხვავდება აჯილღისაგან, რომ უკანასკნელი არის ულაყი მომშენებელი.
    შემოკლებათა განმარტება
     
    „სამდივანბეგო ასრე აიღება: ულაყ ცხენზედ სამი აბაზი, ჭაკ ცხენხედ ორი აბაზი“ (დასტ. 59), ან:
    „მაშინ ნახავთ, რომ ყიზილბამის შესაჯდომი ულაყი ცხენები სულერთიან დასწყვეტენ, ჭაკ-ცხენებში გაერევიან და ყიზილბაშის ურდოს სულ აურევენ-ო (აღა-მამად-ხანის შემ. თბილ. 16)
    Source: მესაქონლეობის ლექსიკონი. - ლეონიძე, ლევან. ტფილისი: მიწად-მოქმედების კომისარიატის სასოფლო მეურნეობის განყოფ. გამოცემა, 1925 (პოლიგრაფტრესტის 2-ე სტამბა).
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9