(ძვ.) – ორქაფა (ხევს.) – ჯინიბი - სათადარიგო ცხენი. საერთოდ, ძველად იგი იყო სინონიმი ბედაური ცხენისა, რადგანაც მეფეებს თუ თავადებს ომებში მარქაფად მიჰყვანდათ საუკეთესო ცხენები. ალბად ამით აიხსნება ხევსურების აზრი: „ორქაფა - ზღვის ცხენიაო“.
- „მიჯრის ჟამს დილისასა მეფე (როსტომი) ხოვლეთის ბოლოს მოვიდა, მარქაფა გამოიცვალა და ჯარსაც უბძანა, ცხენებს მოსართავები უნახეთ და გაუკეთეთო“ (ფარსად, გორგიჯ. ჩუბ. 519), ან: „ორი სხვა ცხენი დაიმარქაფეს და საგზალი ზედა აჰკიდეს” (ქილ. ხელთნაწ. 548)
შემოკლებათა განმარტება
Source: მესაქონლეობის ლექსიკონი. - ლეონიძე, ლევან. ტფილისი: მიწად-მოქმედების კომისარიატის სასოფლო მეურნეობის განყოფ. გამოცემა, 1925 (პოლიგრაფტრესტის 2-ე სტამბა).