ამ სიტყვას სხვადასხვანაირად ხსნიან, მაგ. უხედნი ცხენი (საბა), ვირი ან ვირის ჯოგი (ჩუბ.), მაგრამ მართალია მხოლოდ აბულაძე, რომელიც ჰხსნის ჯოგად საერთოდ. მართლაც: „და მოიყვანა სამწყსოსა და ხართა რემათა და ვირთა“ (1 მეფ, 27, 9), ან: „გვიხაროდა მის რემისა წამოსხმ., ვიწონეთ რომელ იყო ოცი-ათასი ცხენი" (ამ. დარეჯ. 190). გურიაში დღესაც ამ შინაარსით იხმარება ეს სიტყვა, მაგ. „იქ მთელი რემა ხალხი იყო“ (გურ.), ან; „იმ კაცს ერთი რემა საქონელი ჰყავს",