მონდავი, გამწევი ძალის (ხარი, ცხენი) და სამუშაო იარაღის (გუთნეულის) მოზიარე, გაერთიანებაში მყოფი. მიმართავდნენ მაშინ, როცა ერთ მხარეს ჰქონდა ნაკლული (მაგ., ცალი ხარი, ნაკლული გუთნეული) და მეორე მხარე თავისი ნახევრით შეავსებდა.
- „გიგაი და ნიკო მანდონი არიან“.
Source: მოხევური ლექსიკონი / [შემდგ.: ნაზი სუჯაშვილი, ირმა ფიცხელაური ; რედ. ამირან არაბული]. თბ. : ქართული ენა, 2005.