უწოდებდნენ მარხვის სიმბოლოს – ნაცრით გატენილ ბურთს ან თოჯინას ფიტულს ირგვლივ ურჭობდნენ შვიდ ფრთასა და პატარ მშვილდ-ისარს, ჰკიდებდნენ ჭერში დიდმარხვის დამდეგს ბავშვების დასაშინებლად, რათა სახსნილო საჭმელი არ (მოეთხოვათ. ყოველი კვირის გასვლისას თითო ფრთას აცლიდნენ და ბავშვებს ანუგეშებდნენ – მარხვას შვილები ეხოცებაო. აღდგომა დილით ბავშვები ჯოხების ცემით მარხვას გააგდებდნენ. წინა დღეებში მღეროდნენ.
- „დღეს წითელი პარასკევი, ხვალ შაბათი თენდებაო, ხვალეზე რო კუირა მოვა, მარხვა გაჩანჩალდებაო“ (ხალხ.).
Source: მოხევური ლექსიკონი / [შემდგ.: ნაზი სუჯაშვილი, ირმა ფიცხელაური ; რედ. ამირან არაბული]. თბ. : ქართული ენა, 2005.