ქორწილში იცოდნენ: ნეფე მაყრებს დაავალებდა, რომ ჯვრის დაწერა ეხარებინათ მისი მშობლებისათვის. მღვდელი როგორც კი ჯვრისწერას მორჩებოდა, რამდენიმე მაყარი მოახტებოდა ცხენს და გააჭენებდა, ვინც პირველი მივიდოდა ნეფის სახლში, ის იყო მახარობელი. ნეფის მშობლები მახარობელს ასაჩუქრებდნენ.
Source: მოხევური ლექსიკონი / [შემდგ.: ნაზი სუჯაშვილი, ირმა ფიცხელაური ; რედ. ამირან არაბული]. თბ. : ქართული ენა, 2005.