სულთმობრძავ ადამიანთან მოდიან, ეგებებიან მიცვალებულთა სულები – მგებრები, მგებარნი – საიქიოში გასაცილებლად. მგებრებს მიცვალებულის სული მესამე დღეს მიჰყავთ ზეცაში.
- „შაიწყალას მიცვალებულნი ღმერთმა თავის მგებრებით“.
- „მგებრებს მიელეპარაკება (ბოდავს)“.
Source: მოხევური ლექსიკონი / [შემდგ.: ნაზი სუჯაშვილი, ირმა ფიცხელაური ; რედ. ამირან არაბული]. თბ. : ქართული ენა, 2005.