შორ მანძილზე ქვა-ალოდებთან კალაპოტში ნადენი მდინარის წყალი, რომელიც დასალევად გემრიელი და უწყინარია (საპირისპ. წყაროს წყალი, დამდგარი წყალი).
- „მარიწყლის (წაკას) გასაკეთებლად ხჴმარობენ მდინარის ანუ ნაგალ წყალს, წყაროს წყლის მარიწყალი ფუჭდება“.
Source: მოხევური ლექსიკონი / [შემდგ.: ნაზი სუჯაშვილი, ირმა ფიცხელაური ; რედ. ამირან არაბული]. თბ. : ქართული ენა, 2005.