სალოცავი; ნიშანი, წმინდა ადგილიდან აღებული ქვა. ძირითადი სალოცავის ნაგებობიდან ან ამ სალოცავის ადგილ-მიდამოდან წაღებული ერთი ქვა. როცა რომელიმე დიდი ეკლესია შორს იყო, მის სახელზე კეთდებოდა პატარა ნაგებობა – ნიში, სადაც ჩაატანდნენ წმინდა ადგილიდან წამოღებულ ქვას. ხევში მრავალი ნიშ-სალოცავია გაკეთებული: წმინდა ნინოს სახელზე, წმინდა გიორგის სახელზე, სამების სახელზე, იოანე ნათლისმცემლის სახელზე, ლომისის სახელზე და სხვა. ამ ახალ სამლოცველოს იმ ძირითადი სალოცავის ნიში ერქვა.
Source: მოხევური ლექსიკონი / [შემდგ.: ნაზი სუჯაშვილი, ირმა ფიცხელაური ; რედ. ამირან არაბული]. თბ. : ქართული ენა, 2005.