ეს არის დიდი წყევლა და კრულვა. ამ სიტყვებით და გაგებით დიდ მოვალეობას და ცოდვას ადებენ – აკისრებენ, როგორც ცოცხალს, აგრეთვე თვით მიცვალებულს. ცოცხალ ადამიანს ამ წყევლა-კრულვით მაშინ მოიხსენებენ ხოლმე, როდესაც ერთი პიროვნება მეორეს მოატყუებს, ე. ი. ერთი მეორის ქონებას მიითვისებს, შეჭამს, გაუნიავებს, აღარ დაუბ- რუნებს და მშიერს დასტოვებს“.
- მას ასე მოიხსენიებენ საზოგადობეაში: „ნუმც ევალება შენი ცოდვა და შენი ხიზნის (კოდვა იმასა შენი ცოლ-შვილის ეგრე ღაყრისათდუი. იმისი ცოლ-შვილიმც დარჩება უიმისოდა, ცისქვაზე ისრი, რო სულს წყალსაღა სთხოვდენ აგრიადარა,
- თუნდა ცოდვა იყოს ესა და თუნდა მადლი, ღმერთო კი ნუ მიწყენ“. ე. ი. აქ გამოთქმულია, რომ ნუ ეპატიება, ნუ გათავისუფლდება იმ ვალისაგან, იმ (ოდვისაგან, რომელიც მან შენს „ცოლშვილს პირიდან გამოგლიჯა და თვით მიითვისაო. მიცვალებულებსაც ასეთივე მსგავსი კრულვით მიმართავენ.
Source: მოხევური ლექსიკონი / [შემდგ.: ნაზი სუჯაშვილი, ირმა ფიცხელაური ; რედ. ამირან არაბული]. თბ. : ქართული ენა, 2005.