მატყლის დამუშავებაში დამხმარე ქალების ნადი; მათი სამასპინძლო პურ-მარილი.
- „ზამთრის დედაკაცები საბეწუნელობ შაიყრებიან. ადრე ხევში ამა თუ იმ სოფლის დედაკაცები იკრიბებოდნენ რომელიმე დედაკაცის ოჯახში, სადაც შეკრებილი ქალები ხელსაქმით (მატყლის დაჩეჩვა, დართვა, ქსოვა) იყვნენ დაკავებულნი და თან სხვადასხვა თემებზე ჰქონდათ სჯა-ბაასი. ისინი ამა თუ იმ ხელსაქმესთან დაკავშირებით ყვებოდნენ ლეგენდებს. ამ ქალთა თავშეყრის მიზანს – ცერემონიალს „საბეწუნელაის“ მოწყობა ეწოდებოდა, რადგან მატყლის დამუშავების პროცესებს ასრულებდნენ იმ მომენტში. მატყლის
- დამუშავებისას კი ბეწვები იყრება იმ ოთახში, სადაც ქალები მუშაობდნენ. ამიტომ იმ ოთახს, სადაც ქალები შრომა-საქმიანობას ეწეოდნენ„საბეწუნელაი“ ან „საბეწუენერაი" ეწოდებოდა.
Source: მოხევური ლექსიკონი / [შემდგ.: ნაზი სუჯაშვილი, ირმა ფიცხელაური ; რედ. ამირან არაბული]. თბ. : ქართული ენა, 2005.