სათესავი, მარცვლეულის დასათესად იყენებდზენ. იგი იყო ფიცრის ძირიანი კალათა, წმინდად მოწნული გვერდებით და შიგნიდან ნაკელით გაგოზილი, რომ თესლი არ დაბნეულიყო, რომელსაც მხარზე ჩამსაკიდებლად შებმული ჰქონდა შალის ძაფისაგან ნაქსოვი (5-7 სმ. სიბრტყის) სამხრე. ასეთ „სათესელაში“ ერთ ფუთამდე (16 კგ.) ქერი თავსდებოდა. კალათიდან მთესველი ხვნის დროს იღებდა თესლს და მიმოაბნევდა.
Source: მოხევური ლექსიკონი / [შემდგ.: ნაზი სუჯაშვილი, ირმა ფიცხელაური ; რედ. ამირან არაბული]. თბ. : ქართული ენა, 2005.