fig. კაპარის ჭურჭელი, ქვაბი. თხლე არაყის გამოხდამდე. დიდ საარაყე რკინის ქვაბში ჩაასხამენ წყალს. ჩაყრიან შიგ პურის ფქვილს და დაფქული ფორის ფქვილს, მოხარშავენ. ამოიღებენ მოხარშული ფაფის ნაირ მასას ხის ან რკინის კასრებში, გააციებენ, შემდეგ დაასხამენ ცივ წყალს, მოურევენ და გააკეთებენ თხლეს. თხლე ხშირი არ უნდა იყოს. კასრებს მოაკრავენ თავზე ტომრებს, თბილად დახურავენ და აფუვლებენ. 8-10 დღის შემდეგ კი მისგან არაყს გამოხდიან. ასეთი სახით გამოხდილ არაყს „ჟიპიტაურს“ ან შინაურ არაყს ეძახიან. გამოხდის შემდეგ კი თხლეს ხათას უწოდებენ. ხათას მერე ღორებს აჭმევენ.
- „საკაპრეს ქობს მაურევდეს“.
Source: მოხევური ლექსიკონი / [შემდგ.: ნაზი სუჯაშვილი, ირმა ფიცხელაური ; რედ. ამირან არაბული]. თბ. : ქართული ენა, 2005.