საკვლევი, ხმიადი ანუ „თესლის კვერი“. ყოველი ოჯახი აცხობდა მას და ხვნის პირველ დღეს გაიტანდნენ სახნაურებში. ეს იყო იფქლის პური, მრგვალი. სახვნელით ჯერ კვალს გაატარებდნენ ერთს, მერე მეორეს, მესამე კვალის შუაზე რომ მივიდოდა გუთნის დედა, თესლის „კვერს მოატანინებდა წინამძღოლს, უღელზე დადებდა, ბარაქაზე დაილოცებოდა და კვერს ზედ გადატეხდა შუაზე. ნახევრებს კიდევ გადატეხდა და მეოთხედებსს ხარებს შეაჭმევდა, ხოლო მეორე ნახევარს შეჭამდა წინამძლღოლთან ერთად.
Source: მოხევური ლექსიკონი / [შემდგ.: ნაზი სუჯაშვილი, ირმა ფიცხელაური ; რედ. ამირან არაბული]. თბ. : ქართული ენა, 2005.