- %

ს- სა სე
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ საყ

საკულელ-ი

საკვლელი. საახალწლოდ გამომცხვარი მისალოცი პური. პურს ზემოდან ჯვრის გამოსახულებას გაუკეთებენ და ისე გამოაცხობენ. პურთან ერთად სინზე დებენ ტკბილეულს, ხილს, ნამცხვარს და შაქრის ნატეხებს. განთიადზე (სახლის) ოჯახის უფროსი მამაკაცი ადგება, უმძრახი საკვლლელს გაიტანს გარეთ და შემოუვლის თავისი კარმიდამოს ყოველ კუნჭულს და უკვლევს. მერე მობრუნდება, შევა შინ, ჩამოუვლის ყველას, აკოცებს და ლოგინშივ მწოლარეთ „დაატკბობს“ ტკბილეულით (კამფეტებით). მერე თვითონ მოუჯდება მაგიდას, საკვლელს დაამტვრევს, ჭამს, სვამს და თან ილოცება. ბოლოს დაწვება და დაიძინებს. ამის შემდეგ მოდის ოჯახს მიერ არჩეული მეკვლე ტკბილეულობით.დალოცავს ოჯახს. მეკვლეს ოჯახიც ტკბილეულით გაისტუმრებს. გადატ. საკულელი აგრეთვე იცოდნენ ხვნის გასვლასთან დაკავშირებით. სახნავად გასვლის წინა დღეს გამოაცხობენ პურს – საკვლელს. ხარებითა და გუთნით გავიდოდნენ ნაკვეთში. ნაკვეთზე გაავლებდნენ ჯვრის სახის კვალს, ე. ი. ნაკვეთზე ჯვრის სახე უნდა გაეკეთებინათ. ამის დაწყების დროს გუთნის დედა დაილოცებოდა, საკვლელს უღლის შუა ნაწილზე გასტეხდა და შეჭამდნენ. მეორე დღეს კი გავიდოდნენ და დაიწყებდნენ ნაკვეთის მთლიანად მოხვნას.
Source: მოხევური ლექსიკონი / [შემდგ.: ნაზი სუჯაშვილი, ირმა ფიცხელაური ; რედ. ამირან არაბული]. თბ. : ქართული ენა, 2005.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9