ოთხივე სამნებზე აწერია გვარი და სახელი იმ კაცებისა, რომელთაც ეს ეკუთვნის.
1. სამწყალობნო სამანს გათლიდნენ და ზედ დააწერდნენ იმ კაცის სახელს, რომელსაც სამანს უკეთებდნენ. ამ სამანზე დალოცავდა ხალხი: („ამან და ამან ამ სოფელს ესა და ეს სიკეთე გაუკეთა, დაეხმარა და ამოეწია“). 2. სამრისხველო
სამანსაც გათლიდნენ და ზედ დააწერდნენ იმ კაცის სახელს, რომელსაც სამანს უკეთებდნენ. ამ სამანზე დასწყევლიდა (დაარისხებდნენ) ხალხი: (ამან და ამან ამ სოფელს ესა და ეს ბოროტება, ცუდი საქმე გაუკეთა, ბოროტების გამო დაგვი-
წყევლია და მისი მოდგმა მთლად ამოწყვეტილაო. დაკლავდნენ შავი ფერის ცხვარს და მის სისხლს სამანის ძირ ამოღებულ ორმოში ჩაასხამდნენ. 3. თემიდან კაცის მოსაკვეთი, განდევნის, გარიცხვის ნიშანი. 4. სამანით ასევე ოჯახებს შორის მიწა იყო გამოყოფილი – ზღვარით. გამოყოფის ნიშნად იდებოდა სამანი – მიწის საწოლავი, რომელიც მიწაში ჩასმისას დაიწყევლებოდა და მას ადგილიდან ვერავინ ვეღარ შეძრავდა. ე. ი. საზღვრის მაჩვენებელი ნიშანი, სამიჯნე სამანი იყო.
Source: მოხევური ლექსიკონი / [შემდგ.: ნაზი სუჯაშვილი, ირმა ფიცხელაური ; რედ. ამირან არაბული]. თბ. : ქართული ენა, 2005.