პირუტყვის ნაკელისაგან დამზადებული წივა (ასეთი სახელწოდების წივას ამზადებენ ოთხკუთხედის ფორმის მისთვის სპეციალურად გაკეთებულ ფიცრის ფორმაში). ზამთარში საქონლის ნაკელს ჩაყრიან ფორმაში, გამოიტანენ გარეთ და ღამე დატოვებენ, გაიყინება, ფორმიდან გაყი- ნულ წივას გადმოაგდებენ და დადებენ ღობეზე. ზაფხულში ზემოდან დააფარებენ და გახმება. შემდეგ მას იყენებენ საწვავად.
Source: მოხევური ლექსიკონი / [შემდგ.: ნაზი სუჯაშვილი, ირმა ფიცხელაური ; რედ. ამირან არაბული]. თბ. : ქართული ენა, 2005.