ერთგვარი მცენარეა, მხალი, გრძელი, ბრტყელი ფოთოლი აქვს. იზრდება მაღალი და ღერო აქვს სქელი. როცა დაპურდება, ზრდას დაასრულებს, აქვს თესლი, რომელსაც კურკოს ეძახიან. აგვისტოს თვეში მოგრიან, გაახმობენ და ზამთრისათვის ინახავენ, მისგან ჩაის აყენებენ და სვამენ. მისი ჩაი განსაკუთრებით კარგია ხველებისათვის და გაციებული ადამიანისათვის. ამ მცენარეს ხევში ჭეკარსაც ეძახიან. ღოლოს ფოთლებს და ჭინჭარს მოკრეფენ ზაფხულში და მხლოვნებს აკეთებენ.
Source: მოხევური ლექსიკონი / [შემდგ.: ნაზი სუჯაშვილი, ირმა ფიცხელაური ; რედ. ამირან არაბული]. თბ. : ქართული ენა, 2005.