ბედის კვერობა. ძველი რელიგიური დღესასწაულია და ხევში იციან 6 იანვარს, შობის წინა ღამეს. ამ დღეს, საღამოს ჟამს, ყოველი ოჯახის დიასახლისი აცხობს ბედის კვერებს (პატარა პურის კვერებს), ოჯახის წევრთა და ახლობელთა სახელზე სათითაოდ და ნიშნავს თითოეულ ბედის კვერს სათითის დასმით. იმახსოვრებენ, ვის ბედის კვერს რამდენი სათითის ანაბეჭდი აქვს დასმული. ამის მიხედვით ვისი ბედის კვერიც აიწევს, იტყვიან ხოლმე ის ბედნიერიაო.
Source: მოხევური ლექსიკონი / [შემდგ.: ნაზი სუჯაშვილი, ირმა ფიცხელაური ; რედ. ამირან არაბული]. თბ. : ქართული ენა, 2005.