- 2 %

ჩა ჩე ჩვ ჩი ჩლ ჩმ ჩნ ჩო ჩუ ჩქ ჩხ
ჩა- ჩაა ჩაბ ჩაგ ჩად ჩავ ჩაზ ჩათ ჩაი ჩაკ ჩალ ჩამ ჩან ჩაპ ჩაჟ ჩარ ჩას ჩატ ჩაუ ჩაფ ჩაქ ჩაღ ჩაშ ჩაჩ ჩაც ჩაწ ჩაჭ ჩახ ჩაჰ ჩაჴ

ჩამაკიდება

ხევში ქორწილის მეორე დღეს იციან. ეს არის ახალგაზრდების გართობა-გამხიარულების ტრადიციული ცერემონიალი. ეზოში, ბოძზე ჩამოაბამენ საბელს, ნეფის ბიძაშვილობას, სათითაოდ დაიჭერენ და საბლით დაჰკიდებენ დაბლიდან წკეპლით ურტყამენ და ეუბნებიან თუ ამდენ და ამდენ ფულს გადაიხდი, გაგიშვებთო. გადაახდევინებენ ფულს და ჩამოხსნიან. ახლა სხვას დაჰკიდებენ. ნეფესაც დაიჭერენ და ჩამოჰკიდებენ ხოლმე, ნეფეს პატარძალი უხდის ფულს. ქორწილის მეორე დღეს, ე. ი. ჩამაკიდება დღეს, აკეთებენ ქალები ხინკალს. ახალგაზრდა მამაკაცები ჩამოკიდებიდან შეროვილი ფულით ყიდულობენ ხინკლებს. ქალები კი ამ ქორწილის სამახსოვროდ რამეს ყიდულობენ თავისთვის.
Source: მოხევური ლექსიკონი / [შემდგ.: ნაზი სუჯაშვილი, ირმა ფიცხელაური ; რედ. ამირან არაბული]. თბ. : ქართული ენა, 2005.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9