- %

ბა ბე ბზ ბი ბლ ბნ ბო ბჟ ბრ ბუ ბღ ბჭ
ბებ ბეგ ბედ ბევ ბეთ ბეი ბეკ ბემ ბენ ბეჟ ბერ ბეჩ ბეწ ბეჭ ბეჲ

ბედისკუერი

ბედისკვერი, პურის კვერი, ყორბეული. მოზელენ დროჟიან ცომს, პატარა კვერებს გააკეთებენ, ზემოდან სათითეთ დანიშნავენ და იმახსოვრებენ, ბედნიერების სახელზეა ესა თუ ის კვერი გაკეთებული. ღუმელში გამოაცხობენ იმდენ კვერს, რამდენი ახალგაზრდა ან ბავშვიცაა ოჯახში. თუ კვერმა აიწია და კარგად გამოცხვა, იტყვიან ხოლმე, კარგი ბედისა იქნება ის, ვის სახელზედაც არის გამომცხვარიო. თუ ვინიცობაა, არ აიწია რომელიმე კვერმა და ცუდად გამოცხვა, იტყვიან, ამის პატრონი უბედური იქნებაო.
Source: მოხევური ლექსიკონი / [შემდგ.: ნაზი სუჯაშვილი, ირმა ფიცხელაური ; რედ. ამირან არაბული]. თბ. : ქართული ენა, 2005.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9