კილამურა დაღესტანში: ყიზლარის ზამთრის საძოვრებზე ხარობს ხე, რომლის ფესვებიც იჭმევა და არის ტკბილი, ამიტომ მას ძირტკბილას უწოდებენ. ხევში იქიდან ამოჰქონდათ ხოლმე მწყემსებს, რომლებიც იქ აზამთრებდნენ ცხვრის ფარებს. ძირტკბილაი სამკურნალო თვისებებისაა, მისი ნახარში უებარი წამალია ხველებისათვის.
Source: მოხევური ლექსიკონი / [შემდგ.: ნაზი სუჯაშვილი, ირმა ფიცხელაური ; რედ. ამირან არაბული]. თბ. : ქართული ენა, 2005.