კოჭაობის დროს არა მონაწილე მომსვლელს შეუძლია კოჭები მოიტაცოს, თუ მოთამაშეებმა არ დაასწრეს და არ დაუძახეს – ხელვაია, ხელვაი (ქართლურად ჩური). ზოგიერთ სოფლებში კი იხმარება – ხედვაი.
Source: მოხევური ლექსიკონი / [შემდგ.: ნაზი სუჯაშვილი, ირმა ფიცხელაური ; რედ. ამირან არაბული]. თბ. : ქართული ენა, 2005.