- %

გა გბ გდ გე გზ გი გლ გნ გო გრ გუ გღ გყ გც გძ
გა, გა- გაა გაბ გაგ გად გაე გავ გაზ გათ გაი გაკ გალ გამ გან გაო გაპ გაჟ გარ გას გატ გაუ გაფ გაქ გაღ გაყ გაშ გაჩ გაც გაძ გაწ გაჭ გახ გაჯ გაჰ გაჴ

გადმაყრა-ი

გადმოყრა ძველი საახალწლო წეს-ჩვეულება სოფელ გერგეტში. ძველი სტილით, ახალწელ დილით (14 იანვარი) გამართული საახალწლო რიტუალი. წმინდა სამების ეკლესიიდან ჩამოაბრძანებდნენ ხოლმე ხატებს ყოველი წლის 14 იანვარს, გამთენიისას (დილით), მთელი სოფლის მამაკაცები, ახალგაზრდობა და ბავშვები შეიკრიბებიან სოფლის თავში მდებარე ერთ-ერთ ძველი ბანიანი სახლის ეზოში. იქ იმართება საახალწლო სუფრა, სასმელ-საჭმლით და ტკბილეულით. დალოცავენ ახალი წლის დადგომას. შემდეგ მამაკაცები და ახალგაზრდები ავლენ ბანაზე, აიტანენ კამფეტებს და იქიდან დაბლა გადმოუყრიან ბავშვებს. ამით სიტკბოს უსურვებენ მათ და მიულოცავენ ახალწელს. ბავშვები სიხარულითა და ჟრიამულით კრეფენ კამფეტებს. აი, ამ საახალწლო რიტუალს გერგეტლები უწოდებენ გადმაკრას.
Source: მოხევური ლექსიკონი / [შემდგ.: ნაზი სუჯაშვილი, ირმა ფიცხელაური ; რედ. ამირან არაბული]. თბ. : ქართული ენა, 2005.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9