ხევში გოდორს წნავენ ნედლი და წვრილი წნელისაგან, რომელსაც შებმული აქვს ღვედის ყური მხარზე მოსაკიდებლად. გოდორი ორი დანიშნულებით იხმარებოდა: 1) „საჩალე გოდორი“ და 2) სანეხუე გოდორი“. საჩალე გოდრით საქონელს ბოსელში შეუტანდნენ თივას ან ჩალას და ჩაუდებდნენ ბაგებში. სანეხუე გოდრით ბოსლიდან გამოჰქონდათ საქონლის ნაკელი.
Source: მოხევური ლექსიკონი / [შემდგ.: ნაზი სუჯაშვილი, ირმა ფიცხელაური ; რედ. ამირან არაბული]. თბ. : ქართული ენა, 2005.