ძვ. ცრურწმ. შინაური პირუტყვის დაცვა გათვალვისაგან, მავნე ძალისაგან. ყოველ წელიწადს, ძველი ახალწლის წინა ღამით. მოჭრიან ასკილის პატარა ყლორტებს და დადებენ ბოსლის და სახლის ფანჯრების რაფაზე. ბოსელში და სახლის კუთხეებში აწყობდნენ საჩეჩელს, ხენცელს და ცულს, რომელთა შიშით მავნე (კუდიანი, მხიბლავი) ვერ ეკარებოდა სახლს.
- „ძუელად ახალწლის წინა ღამეს საქონლის დამახუილება იცოდეს“.
Source: მოხევური ლექსიკონი / [შემდგ.: ნაზი სუჯაშვილი, ირმა ფიცხელაური ; რედ. ამირან არაბული]. თბ. : ქართული ენა, 2005.