დერეფანი, ბანი; ბანიანი სახლის აივანი, რომელიც, ჩვეულებრივ, ბოსლის ან, საერთოდ, ქვემო სართულის სახურავს წარმოადგენს. იყო ორნაირი: მიდა დარიფანაი და გარე დარიფანაი. შიდა დარიფანაი არის დახურული. გარე დარიფანაი კი მარტო ზემოდან არის გადახურული და წინა მხარეს ღიაა. საერთოდ, დარიფანაი იყო ყოველთვის გადახურული ხე-ჭერით და სამყარო მიწით. ზედა დარიფანაი – მეორე სართულის დერეფანი. ქვედა დარიფანაი – პირველი სართული დერეფანი.
- „პაპაი დარიფანზე იჯდა და ყალივანს აბოლებდა“,
Source: მოხევური ლექსიკონი / [შემდგ.: ნაზი სუჯაშვილი, ირმა ფიცხელაური ; რედ. ამირან არაბული]. თბ. : ქართული ენა, 2005.