სიმღერის დასაწყისი სიტყვებია.
Synonym: ყველიერში სოფ. გარბანის ბავშვები იკრიბებოდნენ რომელიმე ოჯახში და, მთელ სოფელს კომლდაკომლ ჩამოუვლიდნენ. ხელში ეჭირათ მორთულიხატები, რომლებზედაც ასხმული იყო ფერადი ღილები, მძივები, ჩვრები, წვრილი ზანზალაკები და სხვა. ოჯახს სთხოვდნენ რაიმე სანოვაგეს და თან ლოცავდნენ ამ სიტყვებით: „ამენ-ამენაისაო, ჯორელ-კუირელაისაო, ბოროლეთისაო, ვმელეთისაო, კუირეო-კეირეო, შენ გაღმარჯუე ამათ ჴარსა, ამათ გუთანსა, მოლაშქრე-მონადირესა, შინ მშუიდობა მიე, კაის გამარჯობა, უმყოფე ჯალაბნი: უსნეულოდა, გაატანინე მშუიდობიანი გუთანი“? მოგროვილ სანოვაგეს მიიტანდნენ ოჯახში, სადაც იკრიბებოდნენ და იქ მხიარულობდნენ რამდენიმე დღეს.
Source: მოხევური ლექსიკონი / [შემდგ.: ნაზი სუჯაშვილი, ირმა ფიცხელაური ; რედ. ამირან არაბული]. თბ. : ქართული ენა, 2005.