ცრურწმ. ჭიაკოკონობა. ზოგან ეძახიან წყალკურთხევას, „მკუდრების გათბობას“ და ზამთრის კუდის მოწვას.
Synonym: „ამპარიობა იმართებოდისკე თებერვლის ბოლოსა. მთელი სოფელი ან უბანი ჩალას მააგროვებდა, ყისმათიანი მამაკაცი ან გორის უფროსი ცეცხლს წაუკიდებდა, ბალღს, ანთებული სანთელი ეჭირა და ხალხი ღმერთს ევედრებოდა, სიმშუიდე ყოფილიყო, ბარაქიანობა, სიკეთე (ცეცხლი საიქიოს მკუდრებს ათბობდა. ამ ცეცხლზე, ვისაც შეეძლო, ფრინავდა“. ამჟამად ამპარიობა იციან ყოველი წლის 18 იანვარს. საღამოს, შებინდებისას ყველა ოჯახი გამოიტანს თივას ან ჩალას და დაანთებს ჭიაკოკონას. ამ ტრადიციით ვითომცდა ოჯახი გაათბობს ოჯახის გარდაცვლილ პირებს საიქიოში.
Source: მოხევური ლექსიკონი / [შემდგ.: ნაზი სუჯაშვილი, ირმა ფიცხელაური ; რედ. ამირან არაბული]. თბ. : ქართული ენა, 2005.