ცხვრის თავი, დუმა და ღვიძლი მთლიანად მოხარშული, ქეიფში და ქელეხში მათ დებენ უფროსების წინ და ეძახიან „საუფროსოს“, უფროსი მცირე ნაწილს მოაჭრის სასას, ყურს, ზედა ღრძილის ნაწილს, ღვიძლის, დუმის ნაჭერს, ქვედა ყბას მთლიანად გადაულოცავს უმცროსებს და ეძახიან „საუმცროსოს“. თუ მუსულმანი ესწრებოდა სუფრას, დარწმუნდებოდა, რომ ღორი არაა დაკლული.
Source: მოხევური ლექსიკონი / [შემდგ.: ნაზი სუჯაშვილი, ირმა ფიცხელაური ; რედ. ამირან არაბული]. თბ. : ქართული ენა, 2005.