ხევში ტრადიციული ჩვეულება იყო, მიცვალებულის კულტთან დაკავშირებული. თუ სოფელში მამაკაცი იყო ახლად გარდაცვლილი – სამ დღემდე სოფელში და მის მიდამოებში იარაღის, თოფის, რევოლვერის ხმას ვერვინ გაიგონებდა. ცეცხლსასროლი იარაღის ხმარება აკრძალული იყო. თოფის ჴმის გატეხა – ძვ. რელიგ. აკრძალვის მოხსნა, დამგლოვიარებულ ოჯახში ხმის ამოღება. მიცვალებულის დასაფლავების მესამე დღეს მის ტანსაცმელ-იარაღს ნიშანში აყენებდნენ, ვინც პირველი ჩამოაგდებდა ნიშანს, ჯილდოდ ეძლეოდა ეს ნივთები. შემდეგ იმართებოდა სუფრა. თოფის ვმის გატეხის შემდეგ სროლა ნებადართული იყო.
- „გათენებისას მოვიდეს, გატეხეს თოფის ჴმანია“ (ხალხ.);
- „როცა მაკტდებოდა ვინმე, სამს დღეს თოფს ვერ ისროდეს, მესამეს დღეს გაატეხინებდეს თოფის ჴმასა“.
Source: მოხევური ლექსიკონი / [შემდგ.: ნაზი სუჯაშვილი, ირმა ფიცხელაური ; რედ. ამირან არაბული]. თბ. : ქართული ენა, 2005.