- 2 %

კა კბ კე კვ კი კლ კმ კნ კო კრ კუ
კედ კევ კეთ კეკ კელ კენ კეჟ კერ კეტ კეფ კეჩ კეც კეწ კეხ

კერა-ი – (შუაცეცხლი)

ძველი მოხეური, ბანიანი, საცხოვრებელი სახლები თბებოდა შუაცეცხლის (კერაის) მეშვეობით. კერაი მოწყობილი იყო ოთახის შუაგულ ადგილას. კერაის თავზე დაკიდებული იყო (ჯაჭვი) ქობსაკიდელი, რომელზედაც ჩამოკიდებული იყო სპილენძის ცალყურა ქვაბი, სადაც საჭმელს ამზადებდნენ. კერაის თავზე, ჭერში ამოჭრილი იყო ერდო, საიდანაც კვამლი გადიოდა და დღის სინათლე და ჰაერი შემოდიოდა. გადატ. კერაი – პურის საცხობი. კერას მრგვალი ფორმისას მოაწყობდნენ სახლთან ახლოს, მყუდრო ადგილას. კერას ჰქონდა კეცი, ცეცხლგამძლე თიხისაგან გაკეთებული, რომელზედაც ზემოდან პურებს დააკრავდნენ ხოლმე, როცა კერაი გახურდებოდა. კერაში ანთებდნენ შეშას.
Source: მოხევური ლექსიკონი / [შემდგ.: ნაზი სუჯაშვილი, ირმა ფიცხელაური ; რედ. ამირან არაბული]. თბ. : ქართული ენა, 2005.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9