უბატკნო დედაცხვარი, რომელსაც ბატკანი მოუკვდა ან დაეკარგა, ასეთ ცხვარს მწყემსები მაინც წველიან.
- „კიდოებს ვსწუელდი და ძაღლებს ვაჭმევდი, ჯერი რომ აღარ მქონდა“.
Source: მოხევური ლექსიკონი / [შემდგ.: ნაზი სუჯაშვილი, ირმა ფიცხელაური ; რედ. ამირან არაბული]. თბ. : ქართული ენა, 2005.