სანთლის დასადები მოწყობილობა ძველებურ მოხეურ სახლში. ჩამოკიდებული იყო თასმებით ხის ნაჭერი ჭერში, ბოლოშიც ხე ჰქონდა გაყრილი, მასზე იდო ფიქალი, რომელზეც იწვოდა ქონი ან კვარი.
- „ოთხსავ კუთხზედ კონჩხლო ენთა, შუქსა ფენდა მისი სხივი“ („ამირანი“).
Source: მოხევური ლექსიკონი / [შემდგ.: ნაზი სუჯაშვილი, ირმა ფიცხელაური ; რედ. ამირან არაბული]. თბ. : ქართული ენა, 2005.