L T

მა მბ მდ მე მზ მთ მი მნ მო მჟ მრ მტ მუ მფ მღ მყ მც მწ მხ
მაგ მავ მაზ მაი მაკ მალ მამ მან მარ მას მატ მაუ მაყ მაც მახ

მახრჩობელები

Bionae
მახრჩობელებს მიეკუთვნება თანამედროვე გველების ყველაზე უფრო დიდი ზომის წარმომადგენლები (პიტონი, ანაკონდა). აღწერილია ანაკონდა, რომლის სიგრძე 11,43 მ-ს შეადგენდა. ანაკონდა ბინადრობს სამხრეთ ამერიკის ტბების, მდინარეებისა და ჭაობების ნაპირებზე, კარგად ცურავს, ყვინთავს და წყლის სიღრმეში დიდხანს ყოვნდება. იკვებება ხერხემლიანი ცხოველებით (თევზები, კუები, წვრილფეხა ჩლიქოსნები, მღრღნელები, ფრინველები). ანაკონდები არიან როგორც ცოცხალმშობიარენი, ასევე კვერცხისმდებლებიც. პიტონები ბინადრობენ აღმოსავლეთ ნახევარსფეროს ტროპიკებსა და სუბტროპიკებში. ცხოვრობენ ტყეებში ხეებზე. პიტონს შეუძლია ცოცხლად გადაყლაპოს ტურა, ახალგაზრდა ლეოპარდი და სხვ. მრავლდებიან კვერცხის დებით.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9