Gk. mesos შუა, derma კანი შუა ჩანასახოვანი ფურცელი, რომელიც ექტოდერმასა და ენტოდერმას შორის მდებარეობს. მეზოდერმა და მისი წარმონაქმნები მაინდუცირებელ ზეგავლენას ახდენენ ექტოდერმისა და მეზოდერმის წარმონაქმნებზე და პირიქით. მეზოდერმა დასაბამს აძლევს შემაერთებელ ქსოვილს, სისხლსა და ლიმფას, ჩონჩხის ძვლებს, სასქესო ჯირკვლებს, კუნთებს, თირკმლებს, დენტინს.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]