L T

მა მბ მდ მე მზ მთ მი მნ მო მჟ მრ მტ მუ მფ მღ მყ მც მწ მხ
მეა მეგ მედ მეზ მეთ მეი მეკ მელ მემ მენ მეო მერ მეს მეტ მექ მეც მეხ

მეიოზი

Gk. meiosis შემცირება, რედუქცია
განვითარებადი სასქესო უჯრედებისათვის დამახასიათებელი გაყოფის ტიპი. ამ პროცესის დროს ქრომოსომების რაოდენობა ორჯერ მცირდება და ქრომოსომების კომპლექტი გარდაიქმნება ჰაპლოიდურად. მეიოზი იყოფა ორ ეტაპად, რომელთაც I და II დაყოფა ეწოდებათ. თითოეულ დაყოფას აქვს პროფაზა, მეტაფაზა, ანაფაზა, ტელოფაზა. I დაყოფის წინ ხდება ქრომოსომების გაორმაგება. I დაყოფის პროფაზა ძალიან ხანგრძლივია და შედგება 5 სტადიისაგან – ლეპტონემა, ზიგონემა, პაქინემა, დიპლონემა და დიაკინეზი. ტერმინი შემოთავაზებულია ფარმერის და მურის მიერ 1905 წელს.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9