L T

მა მბ მდ მე მზ მთ მი მნ მო მჟ მრ მტ მუ მფ მღ მყ მც მწ მხ
მეა მეგ მედ მეზ მეთ მეი მეკ მელ მემ მენ მეო მერ მეს მეტ მექ მეც მეხ

მეორადი სასქესო ნიშნები

ცხოველებში ორი სქესის განმასხვავებელი თავისებურებების ერთიანობა (პირველადი სასქესო ნიშნების გამოკლებით). მეორადი სასქესო ნიშნები ვითარდება სქესობრივი მომწიფების პერიოდში სასქესო ჰორმონების ზემოქმედებით. ადამიანში მეორადი სასქესო ნიშნებია – განსხვავება სხეულის ზომებსა და პროპორციებში, თმოვანი საფარველი, კანქვეშა ცხიმის დაგროვება, ხმის ტემბრი, ქალის სარძევე ჯირკვლები, ხორხის ხრტილი მამაკაცში („ადამის ვაშლი“) და სხვ. ცხოველებში მეორადი სასქესო ნიშნები შეიძლება იყოს მუდმივი ან შეიძლება გამოვლინდეს ე.წ. „საქორწილო სეზონებში“.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9