L T

მა მბ მდ მე მზ მთ მი მნ მო მჟ მრ მტ მუ მფ მღ მყ მც მწ მხ
მია მიგ მიე მიზ მით მიკ მილ მიმ მინ მიო მირ მის მიტ მიქ მიც

მიკროელემენტები

Gk. mikros პატარა, მცირე,
L. elementum სტიქია, საწყისი ნივთიერება
ქიმიური ელემენტები, რომლებიც ორგანიზმში იმყოფებიან მცირე (პრო ცენტის მეათასედი და ნაკლები) რაოდენობით. თანამედროვე მონაცემებით, ცხოველებისა და მცენარეების ცხოველქმედებისათვის აუცილებელია 30 მიკროელემენტზე მეტი. მიკროელემენტების დეფიციტმა შესაძლებელია გამოიწვიოს ზოგიერთი ენდემური დაავადება (მაგ., იოდის ნაკლებობამ – ენდემური ჩიყვის განვითარება). ზოგიერთ მათგანს სამედიცინო პრაქტიკაში იყენებენ სამკურნალო პრეპარატების სახით. მიკროელემენტებს მიეკუთვნება – Mn, Co, Cu, Zn, Mo, B, F, I და სხვ
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9