L. moles მასა, cula კნინობითი სუფიქსი ნივთიერებათა ცვლის მემკვიდრული დარღვევებით გამოწვეული დაავადებები. ტერმინი მოწოდებულია ამერიკელი ბიოქიმიკოსის ლ. პოლინგის მიერ. XX საუკუნის დასაწყისში ინგლისელმა ა.გაროდმა ივარაუდა, რომ მოლეკულური დაავადებები წარმოიქმნებიან ნივთიერებათა ცვლის განსაზღვრული ეტაპის მაკონტროლებელი ფერმენტის აქტიურობის დაქვეითების ან სრული გაქრობის შედეგად. ამჟამად დადგენილია, რომ ცილების (ჩვეულებრივ, ფერმენტების) სტრუქტურული დარღვევები ხდება ამ ცილების პირველადი სტრუქტურის მაკოდირებელი გენების მუტაციის შედეგად.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]