L T

მა მბ მდ მე მზ მთ მი მნ მო მჟ მრ მტ მუ მფ მღ მყ მც მწ მხ
მობ მოდ მოზ მოლ მომ მონ მორ მოს მოტ მოქ მოც მოწ

მონომორფიზმი

Gk. monos ერთი, ერთიანი, morphe ფორმა
XIX საუკუნის 70-იან წლებში რ. კოხის და ფ. კონის მიერ შემუშავებული თეორია. ცალკეული ბაქტერიების სუფთა კულტურების მიღების გამო, პლეომორფიზმმა ადგილი დაუთმო მონომორფიზმს. მონომორფისტების აზრით, ბაქტერიების ყოველი ტიპი უცვლელი რჩება. ნებისმიერი ბაქტერიის შთამომავლობას ყოველთვის გააჩნია განსაზღვრული მორფოლოგია და ფიზიოლოგია. მონომორფიზმი უარყოფდა ბაქტერიების ცვლილებებს. როგორც შემდგომში აღმოჩნდა, ნიშან-თვისებების ცვლილებები შეიძლება სუფთა ბაქტერიულ კულტურებშიც კი გამოვლინდეს.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9