Vaccinium myrtillus
პატარა, მრავალწლიანი ქონდარა ბუჩქია. შეიცავს მთრიმლავ, პექტინურ და ლორწოვან ნივთიერებებს, სხვადასხვა მჟავებს, კაროტინს, B1 ვიტამინს, რიბოფლავინს (B2 ვიტამინს), შაქრებს, გლიკოზიდებს, პროტეინებს. იყენებენ როგორც შემკვრელ, ანთების საწინააღმდეგო და მხედველობის გამაუმჯობესებელ საშუალებას, აგრეთვე ქრონიკული ენტეროკოლიტების, ფაღარათისა და დიაბეტის შემთხვევებში.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]