Nemathelminthes
მრგვალი ჭიებისათვის დამახასიათებელია მრგვალი სხეული, რომელიც ორივე ბოლოსაკენ წვრილდება. ბევრი მათგანი ბინადრობს ნიადაგსა და წყალში, ზოგი კი ადამიანის, ცხოველებისა და მცენარეების პარაზიტია. ადამიანის პარაზიტებია: ასკარიდა, მახვილა, ტრიქინელა და სხვა. მრგვალი ჭიების ტიპში გაერთიანებულია რამოდენიმე კლასი. მათგან სამედიცინო ჰელმინთოლოგიის სფეროს წარმოადგენს ნემატოდების კლასი.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]