L T

მა მბ მდ მე მზ მთ მი მნ მო მჟ მრ მტ მუ მფ მღ მყ მც მწ მხ
მუკ მულ მუმ მუნ მურ მუს მუტ მუც მუხ

მუხა

Quercus
მრავალწლიანი, დიდი ზომის მცენარეა. მიეკუთვნება Fagaceae-ს ოჯახს. შეიცავს ფლავონოიდებს, სხვადასხვა მჟავებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, სახამებელს, პენტოზებს, პექტინს და სხვ. გააჩნია შემკვრელი, ანთების საწინააღმდეგო თვისებები. იყენებენ კუჭიდან და ნაწლავებიდან სისხლდენის, ფაღარათის, თირკმელებისა და შარდის ბუშტის ანთების შემთხვევებში, აგრეთვე კანის დაავადებების, დამწვრობის, სისხლიანი ბუასილისას და ა.შ. საქართველოში გვხვდება ქართული, იმერული, მაღალმთის და სხვ. სახეობის მუხა.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9